ინგლისის პრემიერლიგაში მერსესაიდული დერბი გაიმართა - ლივერპულმა საკუთარ მოედანზე ევერტონს უმასპინძლა.
შეხვედრა ლივერპულელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის პირველი გოლი 36-ე წუთზე ლივერპულელთა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გავიდა, ევერტონელებმა ბურთი ძელს მოარტყეს, გადმოვარდნილი ბურთით კი ნუნეშმა შესანიშნავად ისარგებლა და მოჰალედ სალაჰი მოძებნა, რომელმაც ბურთი მოწინააღმდეგე კარის ბადეში გადაგზავნა, ამ გოლით ეგვიპტელმა საკუთარი უგოლო სერია დაასრულა, აღსანიშნავია ევერტონელთა მეკარის შეცდომაც, რომელმაც გამოსვლაზე არაზუსტად ითამაშა.
გუნდებმა პირველი ტაიმის დასასრულს გოლების გატანა ვეღარ შეძლეს, თუმცა ლივერპულმა მეორე გოლის გატანა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეძლო - ტრენტ ალექსანდრ არნოლმა ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელზეც ნიდერლანდელმა კოდი გაკპომ ითამაშა და ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. ეს მისთვის ლივერპულში გატანილი სადებიუტო გოლია. ამრიგად, ლივერპული 3 ქულით დაწინაურდა და პრემიერ ლიგაში მე-9 ადგილს იკავებს.