საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი გოგა ბითაძე კარიერას ორლანდო მეჯიქში გააგრძლებს. ბითაძემ რამდენიმე დღის წინ ინდიანა პეისერსი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გოგა 2019 წლის დრაფტზე სწორედ ინდიანას შემადგნელობაში აღმოჩნდა, რის შემდეგაც NBA-ში 170 ჯერ ითამაშა და აქედან 21 შეხვედრა სასარტოში დაიწყო. მანამდე ბითაძე ჰიუნდაის, თბილისის ვითას, სმედერევოს, მეგა ბიმაქსისა და ბუდუჩნოსტის ღირსებას იცავდა. გოგამ მიმდინარე სეზონში 21 ჯერ ითამაშა, გამორჩეული იყო მისი მატჩი დეტროიტის წინააღმდეგ სადაც ორმაგი დუბლის შესრულება შეძლო 14 ქულა და 15 მოხსნა. ბითაძე ორლანდო მეჯიქის შემადგენლობა 35 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.