ინგლისურლმა საფეხბურთო საიტმა GOAL.COM-მა 2023 წლის ოქროს ბურთის მაძიებელთა რეიტინგი განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია წინა თვეებთან შედარებით დაწინაურდა და მე-8 ადგილზეა. პოპულარული გამოცემა, ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც კარიმ ბენზემამ ეს ჯილდო მიიღო, 023 წლისთვის ახალ ნომინანტებს ასახელებს. თავდაპირველად ხვიჩა მე15 პოზიციას იკავებდა, ნოემბერში ის უკვე მე10 ადგილზე იყო, ხოლო დეკემბერსა და იანვარში მე-9. ბოლო ტურების შემდეგ კი ის კვლავ დაწინაურდა და მე8 პოზიციას იკავებს რეიტინგში. მან შეძლო და ჩამოიტოვა ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა ჯამალ მუსიალა, თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, კაზემირო, ბუკაიო საკა, ჯუდ ბელინგემი, მარტინ ოდეგორი, კევინ დე ბრუინი, მსოფლიო ჩემპიონები ენცო ფერნანდესი და ხულიან ალვარესი, ტოტენჰემის ყველა დროის ბომბარდირი ჰარი კეინი, აკრაფ ჰაკიმი და მოჰამედ სალაჰი. კვარას წინ კი მხოლოდ მადრიდის რეალის ბრაზილიელი ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი, ინგლისელი შემტევი მარკუს რაშფორდი, ბრაზილიელი ნეიმარი, ბარსელონას ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, პრემიერ ლიგის ბომბარდირი ერლინ ჰალანდი, კილიან მბაპე და ლიონელ მესი არიან.
კვარას შესახებ GOAL.COM-ი მცირე განმარტებასაც აკეთებს და წერს, რომ ხვიჩას, ევროპული ფეხბურთის 2022-2023 წლების სეზონის ახალბედა ვარსკვლავს საერთოდ არ ეტყობა, რომ ის ტემპის დაგდებას აპირებს. ბიჭი რომელსაც ნეაპოლში კვარადონა შეარქვეს, შეიძლება ჯერ არ არის ლეგენდარული არგენტინელის დონეზე, მაგრამ ის, რასაც ის მინდორზე აკეთებს ნამდვილად იმსახურებს მარადონასთან ერთად ხსენებას, ყოველ შემთხვევაში სამხრეთ იტალიაში მაინც- წერს GOAL.COM-ი.
ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში 23 შეხვედრაში 11 გოლი 12 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.