ფეხბურთის ქომაგებს საყვარელი ტურნირი უბრუნდებათ, დღეს, 14 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართება. პარის სან ჟერმენი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს, მილანი კი ლონდონის ტოტენჰემს დაუხვდება შინ.
პარკ დე ფრანსზე პარიზელები მიუნხენის ბაიერთან ითამაშებენ, აქამდე ეს გუნდები ისტორიაში ერთმანეთს 12 ჯერ შეხვდნენ და არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა ფრედ. 6 ჯერ მიუნხენელებმა იმარჯვეს, 6 ჯერ კი პარიზელებმა. ბოლო 6 სეზონის განმავლობაში კი ისინი ჩემპიონთა ლიგაზე 4 ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მათ შორის იყო ფინალიც, რომელიც გერმანელების გამარჯვებით დასრულდა. ორივე გუნდს მატჩის წინ საკადრო პრობლემები ჰქონდა, იყო ვარაუდი, რომ მასპინძლებს გუნდის ლიდერები, კილიან მბაპე, ლიონელ მესი და მარკო ვერატი ვერ დაეხმარებოდნენ, მაგრამ ბოლო მონაცემებით ისინი სათამაშოდ მზად არიან, რაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს, მათ გუნდის კაპიტანი და ლიდერი მანუელ ნოიერი დააკლდებათ, ასევე ვერ ითამაშებს სადიო მანე და ლუკა ერნანდესი, ბოლო ინფორმაციით პარიზში გაემგზავრა და შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ტომას მიულერი.
მეორე მატჩში მილანის მილანი სან სიროზე ლონდონის ტოტენჰემს უმაპინძლებს. სტეფანო პიოლის გუნდს ბოლო პერიოდში საქმე არც ისე კარგად მისდის, იტალიელებმა ბოლო 8 შეხვედრაში, მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლეს. წარსულში ეს გუნდები ერთმანეთ 6 ჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან არცერთი შეხვედრა არ მოუგია მილანს. 4 ჯერ მატჩი ლონდონელების გამარჯვებით დასრულდა 2 ჯერ კი ფრედ. აღნიშნულ შეხვედრაში ტოტენჰემს ლორისი, ჰოიბერგი და ბენტანკური დააკლდება ხოლო როსონერის ბენასერი დესტი ფლორენზი იბრაგიმოვიჩი ტომორი და მენიო.