თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის კარინ ჟან-პიეის განმარტებით არ არსებობს მინიშნება, რომ აშშ-ის თავზე ჩამოგდებული მფრინავი ობიექტები უცხოპლანეტელების ან არამიწიერი აქტივობისაა. მისი თქმით, ამ განმარტების გაკეთება აუცილებელი საზოგადოების ინტერესიდანაა განპირობებული.
12 თებერვალს, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კანადის თავზე კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. გასულ კვირაში ჩრდილოეთ ამერიკის თავზე სულ სამი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.
5 თებერვალს, ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი გაანადგურეს, 11 თებერვალს კი ამერიკელმა სამხედროებმა ალასკას შტატის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.