ნატო-ს თავდაცვის მინისტრები დღეს და ხვალ ბრიუსელში შეიკრიბებიან.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შეხვედრაზე ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის თავდაცვის ძირითადი შესაძლებლობების დროულად მიწოდების აუცილებლობას.
“ძირითადმა შესაძლებლობებმა, როგორიცაა საბრძოლო მასალა და სათადარიგო ნაწილები, უნდა მიაღწიოს უკრაინას, სანამ რუსეთი ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას შეძლებს. სისწრაფე გადაარჩენს სიცოცხლეს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას მიმართ ალიანსის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საკითხსაც განიხილავენ.
„მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ - ნატოს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.