უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს თანამედროვე საბრძოლო ავიაციის საკითხთან დაკავშირებით პოზიციების სრულად შეთანხმებული აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან ბრიტანელ მეგობრებსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს დაწყებული სამუშაოსთვის, განსაკუთრებით საავიაციო სექტორში, მადლობა გადაუხადა.
“მივაღწიეთ მნიშვნელოვან ურთიერთგაგებას გაერთიანებულ სამეფოსთან შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და ტანკების მოწოდების დაჩქარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. გვაქვს კარგი შეთანხმება არტილერიისა და საბრძოლო მასალის შესახებ. სრულად გვესმის ერთმანეთის პოზიციები თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებზე. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ბრიტანელ მეგობარს, მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერ-მინისტრ სუნაკს იმ სამუშაოსთვის, რომელიც დაიწყო, განსაკუთრებით საავიაციო სექტორში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ კვირას გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანული Challenger 2 ტანკები უკრაინას მარტში გადაეცემა.