თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის ორგანიზებით პროექტი "ჩვენი და ქვეყნის პროგრესისთვის - შეაგროვე ცოდნა" ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა.
დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეუერთდა ინიციატივას, რომელიც სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის 16 000-მდე წიგნის შეგროვებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულება პროფესიული გადამზადების ცენტრს მსჯავრდებულებისთვის საჩუქრად გადასცემს წიგნებს (მხატვრულ ლიტერატურას), რომლებიც საქართველოს მასშტაბით არსებული პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებში გადანაწილდება.
პირველი ინიციატივას თბილისის საკრებულო შეუერთდა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს 400-მდე წიგნს გადასცემს.