ევროპარლამენტში რეზოლუციის ორი ახალი ტექსტი დარეგისტრირდა, რომელშიც ევროპის სახალხო პარტია და ევროპული რეფორმისტების ჯგუფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილსთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ევროპარლამენტში დარეგისტრირებული რეზოლუციები დეზინფორმაციის წყაროდ იქცა , ეს კი ევროპარლამენტის მიმართ ნდობას ძირს უთხრის.