მიხეილ სააკაშვილის დედის განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტი ამ დროისთვის 67 კილოგრამს იწონის, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. გიული ალასანია CNN-ის ეთერში გასულ კადრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე იმ კადრებზეა ასახული. თავად სააკაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს თხოვნით მიმართა, რომ მის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა კლინიკა ,,ვივამედში” მოინახულონ. ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის შეეძლებათ მედიკოსებს სააკაშვილის მონახულება.