ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს დარჩენილი დრო გამოიყენონ და მაქსიმალურ შედეგს მიაღწიონ ევრორეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. როგორც ელჩმა ინტერპრესნიუსისთვის და პალიტრანიუსისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, ამისთვის ოპოზიცია პარლამენტში უნდა დარჩეს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ხელისუფლებასთან ერთად კონსტრუქციულად იმუშაოს.