ბათუმში, ნაპირიდან დაახლოებით 25 მეტრში, ზღვაში აფეთქება მოხდა. მოქალაქეების თქმით, ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. მოგვიანებით კი, ზღვაში ნაღმი შენიშნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. ჯერჯერობით უცნობია საიდან აღმოჩნდა ნაღმი აღნიშნულ ტერიტორიაზე. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.