ორბელიანების სასახლიდან ნახატების გატანას, სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმად აფასებს. როგორც კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის სვიმონ დადიანის ექსპონატების სამშობლოში დაბრუნებაში. მისთვის გაუგებარია რა გახდა მიზეზი, რის გამოც კულტურის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნახატები წაიღო.