თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 1 კვირაზე მეტის გასვლის შემდეგ, ქალი გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 175 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მაშველთა ჯგუფმა, ასევე, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრიდან 167 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 23 წლის მამაკაცი, ჰუსეინ სეფეროღლუ ცოცხალი ამოიყვანეს. სტამბოლის მერის განცხადებით მაშველებმა კვირას, მიწისძვრიდან 162 საათის შემდეგ, ჰათაიში 50 წლის ქალის, სახელად გულერ აგრიტმისისა და თინეიჯერი გოგონას აიშეს გადაარჩენა შეძლეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრიდან 141-163 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან, მინიმუმ, 41 ადამიანი ამოიყვანეს.
თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 36 000-ს გადააჭარბა. სამძებრო სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება, მასში მსოფლიოს ათობით ქვეყნის სამაშველო ჯგუფები იღებენ მონაწილეობას.