ფოთში, ძლიერმა ქარმა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლას სახურავის ნაწილი გადახადა. საგანმანათლებლო რესურს ცენტრის დირექტორის გოჩა ქორქიას განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესის დროებით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, გაცდენილი დღეები შაბათის მეცადინეობის ხარჯზე ანაზღაურდება.
ქორქიას განცხადებით, ყველა ზომა ტარდება იმისათვის, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დროულად დაიწყოს.