თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას მინიმუმ 36 217 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრ SAKOM-ში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 31 643-ს მიაღწია.
ამასთან, სტიქიას სირიაში 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160 ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა, 1 414 კი - მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.