საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბუბა კიკაბიძესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.
"ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მინდოდა ავმდგარიყავი და გადავხვეოდი. თვითონ ძლივს იდგა ფეხზე, მაგრამ გამაჩერა, მაკოცა და მითხრა “მიშა, მიყვარხარ”. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რომელიც მოვისმინე. მეც მინდა ვუპასუხო ახლა - ბუბა, მიყვარხარ და მაკლიხარ (იმედია იმქვეყნად ინტერნეტი კარგად მუშაობს)", - წერს მიხეილ სააკაშვილი.