"ბიზნეს პალიტრას" ეთერში სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად ვსაუბრობთ, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ეფექტიანობაზე, რომლის ფარგლებშიც უცხოელი ექსპერტების მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეგულირებისთვის დიგიტალიზაციის სტრატეგია შემუშავდა.
"თვინინგ ლაითის პროექტიზე” მუშაობა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ბიუჯეტი 250 000 ევროს შეადგენდა. პროექტი მიზნად ისახავდა სემეკის დახმარებას დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში.
ეფექტიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული ბაზრისათვის არსებითია ბაზრის მონაწილეებისა და მომხმარებლების აღჭურვა შესაბამისი ციფრული მექანიზმებით იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი აქტიური მონაწილეობა ბაზარზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდა სემეკის დიგიტალიზაციის სტრატეგიის პროექტი და სამოქმედო გეგმა, რომლის დანერგვაც ხელს ენერგეტიკული ბაზრის უფრო ეფექტიან რეგულირებას, გააუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ხარისხს. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ემსახურება ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებას.