2022 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.2% გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დასაქმებულთა ხელფასის თითქმის 11%-იანი ზრდით. ასევე, საქსატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვლიდან სამშენებლო მასალები 5.6%-ით გაძვირდა, ხოლო ელექტროენერგიის, ტრანსპორტირებისა და საწვავის ხარჯები - 9.7%-ით.
გაძვირებულ სამშენებლო მასალას, დასაქმებულებისთვის გაზრდილი ანაზღაურებას და ლოგისტიკას, ასევე დაემატა ახალი რეგულაციების შემოღება. კერძოდ, ის ვალდებულებები, როგორიც არის მაგალითად სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა და ა.შ. დეველოპერს ხარჯს უზრდის, რაც საბოლოო პროდუქტებზე ფასის ზრდას იწვევს.
რაც შეეხება მოთხოვნას, აქ შეგვიძლია გავმიჯნოთ ორი რამ, უძრავი ქონების შეძენა საინვესტიციოდ და უძრავი ქონების შეძენა საკუთარი მოხმარებისთვის. ორივე ნაწილში მოთხოვნა გაზრდილია და ესეც გავლენას ახდენს ფასის ცვლილებაზე. ასევე გასათვალისწინებლია მიგრანტების გაზრდილი ნაკადიც.
როგორია მშენებლობის დარგში ამჟამინდელი ვითარება, რა გამოწვევებია და როგორი მოლოდინები უნდა გვქონდეს - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია კომპანია "არსის" გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე