თურქეთის სამეწარმეო და ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის მოცულობა 84 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია. 70 მილიარდის ზარალი შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მოდის; 10 მილიარდი კი - ეროვნული საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაზე.
ბიზნეს კონფედერაციის შეფასებით, წელს თურქეთის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 5.4%-მდე გაიზრდება.
რაც შეეხება ალტერნატიულ პროგნოზებს, Bloomberg-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ზარალის მოცულობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ს მიაღწევს, ანუ ეკონომიკური ზარალი 40-50 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.