თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34 000-ს გადააჭარბა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29 605-ს მიაღწია.
სირიაში სტიქიას მინიმუმ 4 574 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 3 160-ზე მეტი ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და 1 414 კი - სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
სამძებრო სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება, მასში მსოფლიოს ათობით ქვეყნის სამაშველო ჯგუფები იღებენ მონაწილეობას. სტამბოლის მერის განცხადებით, მაშველებმა კვირას, მიწისძვრიდან 162 საათის შემდეგ, ჰათაიში 50 წლის ქალის, სახელად გულერ აგრიტმისისა და თინეიჯერი გოგონას აიშეს გადაარჩენა შეძლეს.