ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ალკოჰოლიანი სასმელების სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების საკითხები განიხილეს.
ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, საკანომდებლო ცვლილება ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
ალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას ვალდებულია შესაბამისობის სერტიფიკატი იქონიოს.