რუსი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს. რუსეთის კრიზისული ცენტრის დამფუძნებელი ანა რივინა ამბობს, რომ ბოლო თვეებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა დღეს ის მესაზღვრეებმა საქართველოში არ შეუშვეს. ოფიციალურმა მოსკოვმა რავინას ცენტრი იმ არაკომერციული ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიტანა, რომლებიც “უცხოეთის აგენტის“ ფუნქციას ასრულებენ.