ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმმა საერთაშორისო ფოტოკონკურსის Wildlife Photographer of the Year „ხალხის რჩეულის“ კატეგორიის გამარჯვებული დასახელდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გერმანელი ფოტოგრაფი საშა ფონსეკა გახდა, ფოტოსთვის, რომელზეც თოვლის ლეოპარდია აღბეჭდილი. ფონსეკას ნამუშევარმა ხმების რეკორდული რაოდენობა მიიღო - 60 466.
სულ ფინალში 25 ფოტო მონაწილეობდა. ლიდერთა ხუთეულში ასევე მოხვდნენ:
ბრიტანი კროსმანი/კანადა
მარინა კანო/ესპანეთი
იგორ ალტუნა/ესპანეთი.