ფილმი The Ripple Effect იმ რესურსებს უსვამს ხაზს, რომლებიც მარტოობის დასაძლევად გამოიყენება. პროექტი არდენის ნახევარდის თვითმკვლელობაზეა აგებული, რამაც გარდა თავად რეჟისორისა, მის ოჯახის წევრებსა და მეგობრებზეც იმოქმედა — „ამან ტალღოვანი ეფექტი დატოვა, რომელიც ყოველდღე ერთნაირი სიმძაფრით მეორდებოდა“.
ჯეიმსი იმედოვნებს, რომ ფილმის საშუალებით, სხვები მეტად გაიგებენ, როგორ შეიძლება ტანჯვის ოდნავ მაინც შემსუბუქება. გუნდმა სცენები მხოლოდ ერთ დღეში გადაიღო და სახლიც ისეთი შეარჩიეს, რომელიც არქიტექტურულად შეესაბამებოდა დანაკარგის გრძნობას.