ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში მიმდინარე ატპ ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველ ეტაპზე მაქს ჰოქსი ორ სეტში 6:4; 6:4 დაამარცხა. მეორე ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ კონსტანტ ლესტინს შეხვდა, მათი თამაში რამდენიმე დღის წინ მონპელიეს ტურნირზეც შედგა, სადაც გამარჯვება ბასილაშვილს დარჩა, თუმცა ამჯერად ლესტინმა მოახერხა ნიკას დამარცხება და შემდეგ ეტაოზეც გავიდა. ფრანგმა ჩოგბურთელმა ბასილაშვილი ორ სეტში 7:5;6:4 დაამარცხა.