ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველების ანგარიშზე 3 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალია.
პირველ დღეს კვარცხლბეგზე უმაღლეს საფეხბურზე აღმოჩნდა კოტე კაპანაძე, რომელმაც 6 ბრძლიდან 4-ში იპონით იმარჯვა და დამსახურებლად მოიპოვა ჩემპიონობა. თავის საქმე იდიალურად შეასრულა გიორგი ჯაბნიაშვილმაც, რომელმაც უკრაინელი სვიდრაკი, მოლდოველი ზაბოროსჩიუკი, ფრანგი კეიტა და ეგვიპტელი აბდელგანი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის დემეტრაშვილმა კი ოთხიდან ოთხი გამარჯვება ისე მოიპოვა, რომ ერთი ილეთიც კი არ გაუშვა. ბრინჯაოს მედალს დასჯერდა 19 წლის მიხეილ ჯაფარიძე.