ლენოვო ტენერიფე საერთაშორისო თასის ფინალში ბრაზილიური საო პაულოს დაუპირისპირდა და 68:89 დაამარცხა მეტოქე. ტენერიფელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების ვეტერანი ცენტრი გიორგი შერმადინი.
ესპანელები ტურნირზე ½ ფინალიდან ჩაერთნენ, სადაც მათი მეტოქე ტუნისური მონასტირი იყო, რომლის დამარცხებაც 112:42 შეძლეს და შემდეგ ეტაპზე მარტივად გავიდნენ. ევროპელებს არც ფინალურ შეხვედრაში გაჭირვებიათ გამარჯვება. ტენერიფემ ოთხივე პერიოდში დამაჯერებლად აჯობა მეტოქეს და ტიტულიც ღირსეულად მოიპოვა. შერმადინმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 6 დან 5 ორ ქულიანი და 3 დან 2 საჯარიმო ჩააგდო ზუსტად. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა და ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავისი გუნდის რიგებში.
ლენოვო ტენერიფე შემდეგ შეხვედრას 17 თებერვალს ესპანეთის თასის ¼ ფინალში გრან ცანარიას წინააღმდეგ გამართავს. რის შემდეგაც კალათბურთელები საკუთარ ნაკრებებს შეუერთდებიან და მარტამდე საკლუბო თამაშებისგან შეისვენებენ.