იტალიის სერია ა-ს 22-ე ტურში ნაპოლიმ ბოლო ადგილოსან კრემონეზეს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ნეაპოლელთა სასტარტო შემადგენლობაშ იყო საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლემაც დაბადების დღე გოლით აღნიშნა.
შეხვედრის სტარტზე კრემონეზემ მცირედი უპირატესობა მოიპვა და საწყისი 15 წუთი აქტიურ შეტევებში გაატარა. ამის შემდეგ ნაპოლი თავის თამაშს დაუბრუნდა და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა მეტოქის კართა. მასპინძელთა შემადგენლობაში გამორჩეული იყო ქართველი ვარსკვლავი, რომელსაც 12 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. შეხვედრის 22-ე წუთზე დი ლორენცოს ჩაწოდებას საჯარიმოში ვერავინ გამოეხმაურა, ბურთი ფლანგზე კვარაცხელიას მიუვიდა, ხვიჩამ რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ნაპოლიმ ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერა და რამდენიმე კარგი შანსიც მიიღო, მაგრამ გოლის გატანა პირველ ტაიმში ვეღარ მოახერხა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა ბურთზე კონტროლი მოიპოვეს და კრემონეზეს ნახევარზე სულ უფროდაუფრო მეტ დროს ატარებდნენ, 65-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი სამხრეთ კორეელ ცენტრალურ მცველს კიმ მინ ჯაეს მიუვიდა, რომელმაც ბურთი კარის გასწვრივ ჩააბრუნა სადაც ოსიმენმა ზუსტად ითამაშა და ანგარიში 2 მდე გაზარდა. შეხვედრის საბოლოო გოლი 79-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ელიფ ელმასმა დააფიქსირა, ჩრდილო მაკედონიელმა ბურთით მთელი ნახევარი გაირბინა, დი ლორენცოსთან გათამშების შემდეგ კი ეფექტური დარტყმით ნაპოლის უპირატესობა კოლოსალური გახადა.
ნაპოლის 22 ტურის შემდეგ 59 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია, ის უახლოეს მდევარ მილანის ინტერს 16 ქულით უსწრებს, თუმცა მეორე ადგილოსნებს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ლუჩიანო სპალეტის გუნდი შემდეგ შეხვედრას 17 თებერვალს სასუალოსთან სტუმრად გამართავს.