"კრედიტ სუისმა" რუსეთის 19 მილიარდი დოლარის აქტივები გაყინა. შვეიცარიული მედიის ცნობით, ეს ბევრად დიდი რაოდენობის აქტივებია ვალუტაში, ვიდრე ოფიცილურად იყო ცნობილი.
შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკის მიერ გაყინული 19 მილიარდი დოლარიდან, ოთხი მილიარდი შვეიცარიის სანქციების ქვეშ მოქცეულ ადამიანებს ეკუთვნით, დანარჩენი აქტივები კი რუსების ფულია, რომლებიც ევროპის სხვა ქვეყნების შეზღუდვების ქვეშ არიან მოქცეულები.
შვეიცარიული მედიის ცნობითვე, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში არსებული 15 ქონება დაყადაღდა. საერთო ჯამში, დროებით ჩამორთმეული აქტივების რაოდენობა კი თითქმის 50 მილიარდ დოლარამდეა.