საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა და საელჩოს სხვა წარმომადგენლები სტიქიის ზონაში მყოფ ქართველ მაშველებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეხვდნენ. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ქალაქ ადიამანის გუბერნატორთან.
გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარი ტრაგედიის გამო და თანადგომა გამოუცხადა თურქ ხალხს. მისი განცხადებით, საქართველოს ათეულობით მოქალაქემ თურქეთის ტერიტორია დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ მძიმე დღეებში დამსაქმებელთა ოჯახებს არ ტოვებენ
. ამ დროისთვის დადასტურებულია საქართველოს ხუთი მოქალაქის გარდაცვალება. სამი მათგანი უკვე გადმოსვენებულია საქართველოში, ორი მოქალაქის გადასვენების პროცედურაზე კი საელჩოს საკონსულო სამსახური მუშაობს.