საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდავოა, რომ ეს აუქმებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილო პოდოლიაკმა “ტვიტერზე” განაცხადა.
“რუსული (საბჭოთა კავშირი 2 ) ბანაკი ასეთი მიმზიდველია? მნიშვნელოვანია „სასიკვდილო საჩუქრის“ მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? თუ ისეთი ქვეყნის რეპუტაციის ქონა, რომ ჰქონდეს, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?”, - წერს პოდოლიაკი და კლინიკა „ვივამედიდან“ CNN-ის მიერ გავრცელებულ კადრებს აზიარებს.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია CNN-მა 11 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც კლინიკა „ვივამედშია“ გადაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა CNN Tonight-ს კადრები სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ მიაწოდა.
CNN-ის მიერ გავრცელებული კადრებს გადაღების თარიღად 6 ოქტომბერი აქვს მითითებული. ვიდეომასალის ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში გადაადგილების დროს იატაკზე ეცემა, მეორე შემთხვევაში კი ის საწოლიდან ვარდება და ბადრაგი მის დახმარებას ცდილობს.