ახალი კადრები კლინიკა ვივამედიდან - მედიაში გვარცელებული ვიდეომასალის ხილვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ სააკაშვლის მდგომარეობა სამედიცინო თვალსაზრისით ადეკვატური არ არის. მათი აზრით, შექმნილ მდგომარეობაში ყველაზე გონივრული გამოსავალი სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება იქნება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს ის კრიტიკა, რომელიც ბოლო პერიოდია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის.