კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი ჩამოაგდეს. მისი განცხადებით, მფრინავმა ობიექტმა კანადის საჰაერო სივრცე დაარღვია, ის კანადის ჩრდილო-დასავლეთში, იუკონის თავზე აშშ-სა და კანადის სამხედროებმა ჩამოაგდეს. ტრიუდომ აღნიშნა, რომ საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა. მედიის ცნობით, ეს მესამე მფრინავი ობიექტია, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო კვირაში ჩამოაგდეს.