რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი გლობალური აქციის გამართვის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოდის და იმ ქვეყნებისა და ქალაქების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 20 თებერვალს სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. აქცია მსოლფიოს არაერთ ქალაქში, მათ შორის თელ-ავივში, ვაშინგტონში, ვარშავასა და ბერლინში გაიმართება. აქციების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა იქნება.