თურქეთში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ძალა 500 ატომური ბომბის ძალას უდრიდა. ამის შესახებ თურქეთის უბედური შემთხვევებისა და საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის მიწისძვრის რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა. მიწისძვრის შედეგების გამო, თურქეთში საერთო სამარხებიც ეწყობა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის თანახმად, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ, ქალაქ ნურდაღის სასაფლაოზე თავისუფალი ადგილები აღარ არის, რის გამოც, ქალაქში საერთო სასაფლაოების გახსნის შესახებ გამოაცხადეს.