თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი გარდაცვლილი მოქალაქე იპოვეს . ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ამ დროის მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 5 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე ქალაქში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 25 ათასამდეა.