შეკვეთილში "ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქცია გამართა. პარტია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, აქციების სხვადასხვა ქალაქში გამართვას გეგმავს. ამ მიზნით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დასავლეთ საქართველოში მხარდაჭერების მობილიზაციაც გამოაცხადა.