ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტარი მარკ ტარაბელა დააკავა, რომელსაც ბრალი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის გამო წაუყენეს.
პოლიციის ინფორმაციით, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მათ დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ტარაბელას საბანკო ანგარიშები გადაამოწმეს.
2 თებერვალს, ევროპარლამენტმა ბელგიელ მარკ ტარაბელასა და იტალიელ ანდრეა კოცოლინოს იმუნიტეტი მოუხსნა.
გამოძიების მიხედვით, კოცოლინო ეჭვმიტანილია ქრთამის მიღებაში მაროკოსგან, ხოლო ტარაბელა - კატარისგან. კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობას ორივე დეპუტატი უარყოფს.