ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი მიწისძვრით დაზარალებულ სირიის ქალაქ ალეპოში ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, ჯანმო-ს ხელმძღვანელი დუბაის ალ მაკტუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ჰუმანიტარული რეისით გაემგზავრა, რომელმაც სირიაში 290 000 დოლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო დახმარება ჩაიტანა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კვირას სირიაში სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი პარტია, 37 ტონა ტვირთი ჩავა, რომელიც 300 000 ადამიანისთვისაა გათვლილი.