თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 600-ს მიაღწია.
თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 21 043-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 000-ს აღემატება.
სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 3 553 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 000-ზე მეტი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.