პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ღარიბაშვილმა განხორციელებულ მასშტაბურ სამუშაოებზე ისაუბრა და მზაობა გამოთქვა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობსთვის, რომელიც ოფიციალურად 18 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება. ღარიბაშვილის თქმით ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს. პრემიერმა ყურადღება სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზეც გაამახვილა და განმარტა, რომ 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად არაერთი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის ტრამპლინების აღდგენა იგიგმება.