ტელეკომპანია CNN კლინიკა ვივამედიდან მიხეილ სააკაშვილის ახალ კადრებს ავრცელებს. ვიდეოები CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მიაწოდა. მასიმო დანჯელოს თქმით, არსებობს სერიოზული რისკი, რომ მკურნალობის შემთხვევაშიც კი ვეღარ მოხდეს მისი გამოჯანმრთელება. "მისი წონის კლება სწრაფად გრძელდება. ევროკავშირის 27 ქვეყანა სოლიდარულია მის მიმართ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამას მხარს უჭერს პოლონეთი, საფრანგეთი, აშშ. მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრიანა მზადაა ის სამკურნალოდ მიიღოს. მას სასჭრაფოდ სჭირდება გადაყვანა და დეტოქსიკაციის პროცედურის ჩატარება.“- აცხადებს ის.