შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 20-22 თებერვალს პოლონეთს ეწვევა, - ინფორმაციას მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ე.წ. „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებს - ნატო-ს აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს - შეხვდება.
„მას სურს ისაუბროს უკრაინის მხარდასაჭერად ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობის მერ გამოჩენილი სიმტკიცისა და ერთიანობის მნიშვნელობაზე“, - განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, ბაიდენი, ვიზიტის დროს, ხაზს გაუსვამს უკრაინის მიმართ აშშ-ის უწყვეტ მხარდაჭერას.
„ვიცით, რომ შემდეგი კვირები და თვეები რთული და კრიტიკული იქნება, განსაკუთრებით უკრაინული ძალებისთვის და შეერთებული შტატები მათ გვერდით დგომას გააგრძელებს”, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.