მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მედიამ, The Guardian-მა ცოტა ხნის წინ ელდარ შენგელაიას ლეგენდარულ ფილმზე რეცენზია გამოაქვეყნა. "ბრწყინვალე ქართული აბსურდული სატირა საბჭოთა მენტალობაზე" — ასე შეაფასა ავტორმა ფილმი "ცისფერი მთები" ანუ დაუჯერებელი ამბავი.
"სატირა ალბათ საკმარისად ლმობიერი იყო იმისათვის, რომ ფილმი გადაღებულიყო და საბჭოთა სახელმწიფო პრიზიც მიეღო, თუმცა 2023 წლის პერსპექტივიდან ვხედავთ, რომ ეს საბჭოთა კავშირის გარდაუვალი ნგრევის ემოციებისგან დაცლილი წინასწარმეტყველება გახლდათ.
"ნეტავ, წარსულში, ფილმის გამოსვლის დროს, დაბრუნება და შენგელაიასთვის იმის თქმა რომ შეგვეძლოს, მხოლოდ 6 წელიწადში ბერლინის კედელი დაინგრევა და მასთან ერთად მთელი საბჭოთა სისტემაცო, გაოცდებოდა? ალბათ მხოლოდ ის გააკვირვებდა, რომ ამდენი დრო დასჭირდა", — ვკითხულობთ სტატიაში.
შენგელაიას მალე ლონდონში მცხოვრები კინომანებიც გაიცნობენ — 10 და 11 თებერვალს The Garden Cinema-ში ცისფერი მთებისა და თეთრი ქარავნის ჩვენება გაიმართება.