ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. მუდმივი ცვლილებების გამო, მან უარი თქვა წინადადების დეტალების დაკონკრეტებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ პენტაგონი საბრძოლო მასალის წარმოებაში აპირებს ინვესტირებას, რათა საკუთარი მარაგები შეავსოს და უკრაინას დაეხმაროს. დეკემბერში აშშ-ის კანონმდებლებმა 2023 წლისთვის თავდაცვითი მოთხოვნილებებისთვის რეკორდული 858 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცეს, რაც 10%-ით აღემატება წინა წლის თავდაცვით ბიუჯეტს.