თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 24 000-ს მიაღწია. თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვი 20 318-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 80 052-ია. სირიაში მიწისძვრას მინიმუმ 3 513 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 000-ზე მეტი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. თურქეთსა და სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.