ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა თსუ-ში საჯარო ლექცია სახელწოდებით „ხორვატიის გამოცდილება ევროპაში ინტეგრაციის გზაზე“ წაიკითხა. ევროინტეგრაციისკენ საქართველოს სწრაფვას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ კუთხით ხორვატული გამოცდილება გაუზიარა გორდან რადმანმა ორი ქვეყნის საერთო წარსულზე, საერთო პრობლემებსა და საქართველოს ევროპისკენ სვლის თავისებურებებზე ისაუბრა. ლექციის შემდეგ სტუდენტებთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.