გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიაში, ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში თოთხმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. სოფლის განვითარების სააგენტომ, გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, FRUIT LOGISTICA 2023-ის გამოფენაზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა , რომელსაც ყოველწლიურად, 80,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 8-მა ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2,000-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.