საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული პრემიისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ცერემონია, ორბელიანების სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ლაურეატებს გამარჯვება მიულოცა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა ყურადღება მეცნიერებისა და კულტურის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე ამ კუთხით გამორჩეულია.